მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7021.1
-0.0059
flag
AZN 1.5859
-0.0019
flag
CNY 37.569
0.0005
flag
EUR 3.1466
0.0149
flag
GBP 3.6059
0.0115
flag
KZT 50.04
-0.0019
flag
TRY 0.0663
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0023

სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ი მარტის ბოლომდე საკუთარ ავიაპარკს კიდევ ერთი Boeing 767-300-ით გაზრდის

news image

2025 წლის I კვარტლის ბოლომდე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ი ავიაპარკს გაზრდის და მალე ოპერირებას 4 სატვირთო თვითმფრინავით მოახდენს. როგორც Business Insider Georgia-სთან Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, 

ჩვენი მესამე ბორტის დამატებით, რომელიც 2024 წლის ბოლოს მოხდა, ჩვენი ტვირთამწეობა 150%-ით გაიზარდა. მეოთხე ბორტის დამატებით კი Camex Airlines-ის ტვირთამწეობა 160 ტონა გახდება. ვიმედოვნებთ, რომ ისევ სტაბილურად გავაგრძელებთ ოპერირებას. 

დღეისათვის Camex Airlines-ი ჩინეთსა და ევროპას შორის 4 რეგულარული მიმართულებით დაფრინავს. ჩინეთიდან რეისებს ვასრულებთ ურუმჩიდან და სიანიდან, ხოლო ევროპაში დავფრინავთ ათენის, ბელგრადის, მილანის, დებრეცენის მიმართულებით. ახალი მეოთხე ხომალდს დამატებით კი კიდევ მინიმუმ 2 მიმართულების დამატებას შევძლებთ“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინეთი-ევროპის მიმართულება გაცილებით უფრო დატვირთულია, ვიდრე ევროპა-ჩინეთის მიმართულება. აღნიშნულ მიმართულებაზე Camex Airlines-ის ბორტების დატვირთულობა 10-15%-ია.

ახალი ხომალდი Boeing 767-300 იქნება.

ავიაკომპანია Camex Airlines-ი გარდა ტრანზიტული ტვირთებისა საქართველოს ტვირთებსაც აქტიურად ემსახურება. 

„ჩვენ საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზეც აქტიურად ვმუშაობთ და საქართველოში ძირითადად ჩინური ტვირთი ჩამოგვაქვს. ყოველ კვირაში დაახლოებით 40 ტონაზე მეტი ტვირთი საქართველოში მარტო ჩვენს კომპანიას ჩამოაქვს. ჩინური ტვირთების ხარჯზე საქართველოში საკმაოდაა გაზრდილი საჰაერო ტვირთბრუნვა“, - აღნიშნა Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა