მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის შემოღებას, მნიშვნელოვანი შედეგები ექნება - გიორგი ამილახვარი

news image

განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდგომ, უმაღლეს განათლებას პრაქტიკულად აღარ აქვს საზღვრები, ვინაიდან ხდება სრულად ერთიან სისტემაში მოქცევა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბარში ბიზნესის ფაკულტეტისთვის სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების დაშვების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ თუ არ აუწყობთ ფეხს საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, ძალიან რთული იქნება ჩვენი მხოლოდ ლოკალური პრაქტიკებით განვითარება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად განვითარებულია სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები არა მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით.

ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და პრინციპში იდეაც იქ დაიბადა. თავადაც უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს სურდათ, განსაკუთრებით პროფესორებს ბიზნესის მიმართულებით და მათთან ერთად დავიწყეთ ამ იდეაზე 6 თვის წინ მუშაობა და დღეს ეს პრაქტიკულად რეალიზებულია და შესაბამისი კანონი მიღებულია.

დავიწყეთ ბიზნეს განათლებით. რა თქმა უნდა უნივერსიტეტებს არ ეზღუდებათ ორწლიანი სამაგისტროსა და 4-წლიანი საბაკალავრო ფაკულტეტებზე სწავლება, ეს მათი სურვილია. თუმცა ასევე შეუძლიათ გააკეთონ სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები. ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენს სისტემაში, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, თუმცა ვფიქრობ რომ ამას საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება და მნიშვნელოვანი შედეგები ექნება. თუ ჩვენ შევხედავთ, რომ ესაა სწორი მეთოდი, მიდგომა და ჩვენ გავდივართ იმ მიზნებზე რაც გვინდა, შემდგომ უკვე შესაძლოა, მსგავსი მოდელის დანერგვაზე სხვა მიმართულებზეც ვიფიქროთ. ოთხწლიან ბაკალავრიატში არადარგობრივი მიმართულება ბევრი იყო და ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა