მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები ფაქტობრივად არ შეცვლილა - სებ

news image

საქართველოს ეროვნული ბანკი ბიზნესის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს,  რომლის მიხედვითაც  მარტში, თებერვალთან შედარებით , ქვეყანაში სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები ფაქტობრივად არ შეცვლილა.
„ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან. ასევე გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც დაბალ ინფლაციას, 0%-2%-ის ფარგლებში მოელიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე 8%-ზე მეტად ელოდებიან“- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე სამომხმარებლო ფასების 0%-2%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან. ამასთან, მომატებულია ეკონომიკური საქმიანობის იმ მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ.

კვლევის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა  შეფასებით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. 

„მარტში თებერვალთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 4%-6%-ის ზრდის ფარგლებში ფიქრობენ. თუმცა ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ხელფასების ზრდის მოლოდინს, გამოკითხულთა მოლოდინები მარტში, თებერვალთან შედარებით, მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 20%-30%-ის ინტერვალში ფიქრობენ. ხოლო,   იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან შემცირებულია. ასევე, თებერვალთან შედარებით მარტში შემცირებული მაჩვენებელი ფიქსირდება კომპანიებში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონის მაჩვენებელში.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა