მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში გორგია უპირობო ლიდერია

news image

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების სექტორში, ბაზრის უპირობო ლიდერი „გორგიაა“, როგორც ბრუნვის, ისე გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით. ირკვევა, რომ  2022 წელს „გორგიას“ შემოსავლებმა 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 16%-იანი ზრდა აჩვენა. 

FinSPOT-მა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს 3 კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გაანალიზა, საიდანაც ირკვევა, რომ სამივე კომპანია წარმოადგენს მსხვილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტს, რომელსაც სექტორისთვის საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. ბაზარზე შედარებით გვიან გამოჩენილი და მცირე ბრუნვის მქონე კომპანიები კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე ოპერირებენ.

სამივე კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო და საბითუმო რეალიზაცია. კომპანიები ძირითადად ოპერირებენ "აკეთე შენით" ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის ჰიპერმარკეტების საშუალებით.

სარეალიზაციო პროდუქციის უმეტესობა წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს, თუმცა ბოლო წლებში იმატა ადგილობრივი წარმოების პროდუქციამაც.

უძრავი ქონების სექტორში გაზრდილი აქტივობის ფონზე, მოთხოვნა გაიზარდა სარემონტო მასალებზეც. შესაბამისად, 2020 წლის გამოკლებით, გაყიდვების აღმავალ ტრენდს ვხედავთ თითქმის ყველა მოთამაშის შემთხვევაში.

ანალიზისთვის FinSPOT-მა 2022 წლის მონაცემები მიმოიხილა, საიდანაც დასტურდება, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში გორგია უპირობო ლიდერია როგორც ბრუნვის, ასევე გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით. მისმა შემოსავლებმა წელს 272 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის 16%-ით აღემატება 2021 წლის შემოსავლებს.

მოდუსი-ს და დომინო-ს შემოსავლებმა კი ₾145 მილიონი და ₾131 მილიონი შეადგინა.

FinSPOT-ის ცნობით, 2019-2022 წლებში კომპანიების საშუალო წლიური ზრდა 9%-30%-ის ფარგლებში იყო. "დომინოს" მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად განაპირობა 2021 წლის ბოლოს გახსნილმა მეორე ჰიპერმარკეტმა.

„კომპანიების საერთო მოგების მარჟები 30%-ის ირგვლივაა, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო წამყვანი DIY სექტორის მოთამაშეების მარჟებთან.

სექტორისთვის დამახასიათებელი დაბალი საერთო მარჟის პირობებში, კომპანიების მნიშვნელოვანი ფოკუსი მიმართულია საოპერაციო ხარჯების მართვაზე. კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 16%-24%-ის ფარგლებშია.

- საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი კი მოდის თანამშრომელთა ხელფასებზე.

- რაც შეეხება სარეკლამო ხარჯებს, კომპანიები საშუალოდ შემოსავლების 0.5%-1.5%-ს ხარჯავენ მარკეტინგის მიმართულებით. მაგალითად, "გორგია" თითქმის ₾4 მილიონს ხარჯავს წლიურად სარეკლამო აქტივობებში, "დომინო" ₾1.1 მილიონს, "მოდუსი" კი კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ნაკლებს - ₾690 ათასამდე.

DIY კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები სექტორისთვის საკმაოდ კარგად გამოიყურება. EBITDA მარჟები 10%-17%ის ფარგლებშია.

კონკურენტებს შორის, ყველაზე დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები "დომინოს" აქვს. ამასთან ერთად, "დომინო" ყველაზე მაღალ-ლევერიჯიანიცაა, რაც კომპანიის წმინდა მოგების ყველაზე დაბალ მარჟასაც განაპირობებს.

- "დომინოს" მიერ აღებული სესხი მთლიანი აქტივების 93%-ს წარმოადგენს, მაშინ როდესაც კონკურენტების იგივე მაჩვენებელი 17%-40%-ის ფარგლებშია.

როგორც levered free cash flow-ში ხედავთ, "გორგიას" და "მოდუსს" საკმარისი სახსრები ჰქონდათ დივიდენდების გასაცემად 2022 წელს. "დომინოს კი მაღალი ლევერიჯის გამო აღარ რჩება თანხა დივიდენდის გასაცემად.

2019-2022 წლებში კუმულატიურად გაცემული დივიდენდები:

- "გორგია": ₾30.2 მილიონი

- "მოდუსი": ₾17.1 მილიონი

- "დომინო": ₾-- (არ აქვს საკმარისი cash flow)“, - აღნიშნულია FinSPOT-ის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მასალაში. 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა