მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

საკონდიტრო კაფე „ფუსფუსი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image

„ფუსფუსი & სენდვიჩის“ დამფუძნებელი ნათია ყურშუბაძე  Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „ბუტიკ კაფეს“ გახსნის შემდეგ ტკბილეულისა და სენდვიჩების ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდა.

„მომხმარებლებს ტკბილეულსა და სხვადასხვა სახეობის დესერტებს ვთავაზობთ, როგორიცაა ნამცხვრები, ტორტები, ფუმფულა (პონჩიკები),  სენდვიჩების ხუთი სახეობა და ლიმონათები“, - ამბობს საკონდიტროს დამფუძნებელი.

„ფუსფუსი & სენდვიჩი" მომხმარებელს ასევე სთავაზობს საფირმო კერძებს. დესერტების ფასი 3 ლარიდან 9.50 ლარამდე მერყეობს, ხოლო სენდვიჩების ფასი 9 ლარიდან 21 ლარამდეა. გაყიდვები ხდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზეც.

ახლახან მენიუს დაემატა მზა სენდვიჩი ტოსტის პურით, რომელშიც გამოყენებულია „ფუსფუსის“ პესტო, „ფუსფუსის“ ყველის სოუსი, ბეკონი, პომიდორი, რუკოლა და  მოცარელა. ადგილზე ფასი: 9.80 ლარია.

ნათია ყურშუბაძის თქმით, კაფეს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მომხმარებლებიც სტუმრობენ.

„სამი წელია, რაც შემოვედი საკონდიტრო ბაზარზე პირდაპირ სახლიდან და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიმიღო. „ფუსფუსის“ პოპულარობაში ძალიან დამეხმარა სოციალურ ქსელში კულინარიის მიმართულებით აქტიურობა. ჩემს რეცეპტებს ხშირად იყენებდნენ, თანდათან იზრდებოდა სანდოობა და მომხმარებლების წრეც გაფართოვდა.

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის განვითარებაში, ინფორმაციის მიღებაში ბიზნესის კუთხით, უფრო თავდაჯერებული გამხადა, რამაც მეტი მოტივაცია და სტიმული მომცა", - ამბობს ნათია ყურბუშაძე Business Insider Georgia-თან.

„რაც შეეხება საკონდიტრო ბიზნესის გამოწვევას, მეწარმისთვის ნედლეულის ფასს და იჯარის მაღალ გადასახადს უკავშირდება.

„სირთულეს ქმნის ფასის არასტაბილურობა, რაც ამ ტიპის საქმიანობაში გარკვეული დაბრკოლებაა. ფაქტობრივად ყოველ თვეს იცვლება ნედლეულის ფასი და გვიწევს პროდუქციაზე ასახვა, რაც მომხმარებლებთან უხერხულობას ქმნის“.

კაფის გასახსნელად საჭირო კაპიტალმა 35 000 ლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბიზნესში 3 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა