მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

საკმაოდ კარგი ზამთრის ტურისტული სეზონი იყო - Hotel Carpe Diem Gudauri

news image

საკმაოდ კარგი სეზონი იყო, - ასე აფასებს ზამთრის ტურისტულ სეზონს სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური მენეჯერი. ილია ბარბაქაძე ამბობს, რომ გასული თვეების მსგავსადვე დატვირთული იქნება მარტის თვეც. 

„ჯავშნებიდან გამომდინარე თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგი სეზონი გვექნებოდა და შემდეგ უკვე უფრო და უფრო გაიზარდა. მარტშიც კარგ სეზონს ველოდებით, რადგან თოვლი მოვიდა“, - აცხადებს ილია ბარბაქაძე.

სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ასტუმროს სტუმრები მთელი მსოფლიოდან ჰყავდა. 

„ტურისტები მთელი  მსოფლიოდან გვყავდა, ასე გამორჩევა რთულია. Hotel Carpe Diem Gudauri-ს მაგალითზე ადგილობრივები ნაკლებად არიან, სადღაც 5%-ი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადგილობრივები ზოგადად გუდაურში არ ისვენებენ. Hotel Carpe Diem Gudauri აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და წელს სასტუმროს მაგალითზე საკმაოდ აქტიურობდა ლიეტუვა და ისრაელი.ყველაზე დიდი ნაკადი მაინც ამ ქვეყნებიდან იყო და წელს ზრდა შესაბამისად უფრო ამ ქვეყნებიდან იყო. 

აქტიურად იყვნენ ასევე დამსვენებლები გალფის ქვეყნებიდან და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია აზიის ბაზარიც“, - აცხადებს  სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური მენეჯერი. 

სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ში ღამისთევების საშუალო მაჩვენებელი 4-5 დღე/ღამეა, სასტუმრო ოთხი კატეგორიის 62 ნომერს აერთიანებს. 

სასტუმრო Carpe Diem განთავსებულია გუდაურის ცენტრში, მეორე საბაგიროსთან ახლოს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს სასტუმროდან 135 კილომეტრის მოშორებით. აეროპორტიდან სასტუმრომდე მანქანით მგზავრობა გრძელდება დაახლოებით 2 საათი და 30 წუთი.

„ყველა სტუმარს ვთავაზობთ აეროპორტში დახვედრას. დახვედრის ფასი დამოკიდებულია სტუმრების  რაოდენობაზე. ზუსტი ფასის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯავშნების განყოფილებას“, - აღნიშნულია სასტუმროს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა