მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე - რექტორმა თამარ წერეთელმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები. აღნიშნული, საავტომობილო დარგში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, სტუდენტების განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო - პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, ასევე დარგში კვალიფიციური პერსონალის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა  სასერთიფიკატო პროგრამებზე, რაც საავტომობილო დარგში დასაქმებულთა სატესტო/საგამოცდო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო საბჭოებზე დამტკიცების პროცედურების წარმართვას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიების  იმპლემენტაციისას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სამუშაო ჯგუფებსა თუ კომისიებში ჩართულობის შესაძლებლობებიც.

ლევან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის  და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, რადგან საავტომობილო დარგი ახალი, კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება, ასევე უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულების - ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, რომლებიც შეძლებენ ახალი პროფესიების დაუფლებას და შემდგომში დასაქმებას.

ღონისძიებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა