მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

სახელმწიფო ძალიან აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად - ლევან დავითაშვილი

news image

„ქვეყანაში ცალსახად დიდი პრიორიტეტი ენიჭება სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს,  ხაზგასასმელია ასევე დღის წესრიგში არსებული, ე.წ. ფლაგმანი პროექტების განვითარების პრიორიტეტები,  რომლებსაც ტრანსფორმაციული  ეფექტი უნდა ჰქონდეთ ქვეყნის განვითარებისთვის - ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა პროექტები იმისთვის, რომ ერთ-ერთ მზარდ, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში არამხოლოდ შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა, არამედ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ ამ მიმართულებით" - ამ საკითხებზე ლევან დავითაშვილმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები" ფარგლებში თბილისში გაიმართა.

 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მზარდ ტურიზმსა და ტურისტულ სექტორში მოთხოვნას უნდა პასუხობდეს.

 

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, მომსახურების სფეროში ახალი სექტორები გაჩნდა, რომლებიც ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს.  ეს არის ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება, სადაც  თითქმის 800 მილიონი დოლარის ექსპორტი იყო 2023 წელს, ხოლო მიმდინარე წელს, იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი მილიარდს გადააჭარბებს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

მისი შეფასებით, ეს არის განსაკუთრებული დინამიკით გამორჩეული სექტორი, ცოდნაზე ორიენტირებული დარგი, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებებით გაძლიერებას.

„ამ სექტორში პირველი დადებითი შედეგები უნდა გადავაქციოთ  უფრო გრძელვადიან, ფუნდამენტურ უპირატესობად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ტექნოლოგიური მიღწევები უნდა დავაკავშიროთ ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს, ვიმუშაოთ პროდუქტიულობის ზრდისთვის  და შიდა რესურსი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ. სახელმწიფო ძალიან  აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად  მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა