მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

საქართველოში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო - PISA-ს კვლევა

news image
mbc image

PISA-ს განათლების კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა.

ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან მიუხედავად სოციოეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. შედარებისთვის, OECD-ის ქვეყნებში, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსწავლეების მხოლოდ 10%-მა მიიღო მათემატიკაში უმაღლესი შეფასება და შეძლო მიღწევების ზედა 25%-ში მოხვედრა. 

საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 7.3% იყო PISA-ს სოციო-ეკონომიკური სკალის ქვედა მეხუთედში რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შედიოდნენ ყველაზე შეჭირვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წლის ციკლში. ამ მოსწავლეების საშუალო მიღწევა მათემატიკაში 356 ქულას შეადგენს. საქართველოს მსგავსი სოციო-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში.

2015-2022 წლებში, საქართველოში სოციო-ეკონომიკური სტატუსით გამოწვეული განსხვავება მათემატიკის შედეგებში შემცირდა, ხოლო OECD-ის ქვეყნებში საშუალო სხვაობა სტაბილური დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა (სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%) მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს (ქვედა 25%). ეს მაჩვენებელი ნაკლებია OECD-ის ქვეყნებში ანალოგიურ ორ ჯგუფს შორის საშუალო სხვაობაზე (93 ქულა).

PISA 2022-ის შედეგები გვიჩვენებს, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მათემატიკაში 5.4%-ით გაიზარდა და 66.45% შეადგინა იმ მოსწავლეების წილმა, რომლებიც მე-2 საბაზო დონეს ქვემოთ არიან.

2022 წლის ეს შედეგი 2015 წლის ციკლთან მიმართებაში 9.35%-ით ზრდას გვიჩვენებს. ეს მატება ხდება ე.წ. საშუალო დონეზე მყოფი მოსწავლეების პროცენტის შემცირებით, რაც 2015 წელთან მიმართებაში ჯამურად 8.94 პროცენტს შეადგენს.

ამასთანავე, 2015 წელთან შედარებით შემცირებულია იმ მოსწავლეთა პროცენტული წილი, რომლებმაც უმაღლესი დონე დაძლიეს (0.19%).

საქართველოს ეს მაჩვენებელი უმაღლესი (მე-6 დონის) მიღწევის შემთხვევაში მსგავსია PISA 2022-ში მონაწილე ისეთი ქვეყნების, როგორებიცაა: ყაზახეთი, ტაილანდი და მალაიზია. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებშიც მოსწავლეთა დაახლოებით ისეთივე პროცენტი ვერ აღწევს მე-2 საბაზო დონეს, როგორც საქართველოში, ესენია: ჩრდილოეთ მაკედონია, პერუ, მექსიკა და ტაილანდი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა