მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე - მამუკა მდინარაძე

news image

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და ეს მოხდა აგვისტოს ომამდე - 2007 წლის აპრილის თვეში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მან საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. 

„ასევე მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება „ფარას“ ამერიკული კანონი, რომელთან გადაწყვეტილებითაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობეთ; „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად ფეიკ-ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველად ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან სარგებლის შეზღუდვას, „ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი, სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასწრულწოოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა