მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში

news image

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით,  სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორის მოადგილე კრისტიან ურსემ და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.

ორი დღის განმავლობაში  სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის წარმომადგენლებმა საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაუზიარეს გამოცდილება, როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცედურები, ინფორმაციის დაცულობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არჩევნებში, სიძულვილის ენის გავლენა არჩევნებზე და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. შეხვედრებს მოდერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრენკ დეშლერი უწევდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად   ახორციელებს. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საქმიანობების მხარდაჭერისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინსტიტუციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის - ცესკოს მდივანი და სწავლების ცენტრის დირექტორი, ცესკოს სპიკერი, საარჩევნო პროცესების მართვის, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, იურიდიული და საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლები.

სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა