მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

news image

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო ბაზარს, ხოლო მეორე შემთხვევაში სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს.

სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „რეპსოლი"  საავტომობილო საწვავით ვაჭრობის ბაზარზე მოქმედებს, ხოლო შპს „იბერკომპანი" ავტოგასამართი სადგურების ოპერირებისა და იჯარით გაცემის ბაზარზე. ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1 311 160 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 487, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1250, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=949.7, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ შპს „რეპსოლის" მიერ შპს „იბერკომპანის" საკუთრებაში არსებულ 4 ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას - შპს „მნკორპი"  ფეროშენადნობთა რეალიზაციის სფეროში ოპერირებს, ხოლო შპს „ლექსველი" სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში. სააგენტოს მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარზე 2022 წლის ბრუნვის მოცულობამ   8 084 435 501 ლარი შეადგენა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=63.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მნკორპი" კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის - HHI ინდექსის ცვლილებას.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაციები ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2023 წლის 9 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 22 459 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. დღეის მდგომარეობით,  სააგენტომ 8 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა