მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

news image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსში იმყოფებოდნენ.  ვიზიტი ლიეტუვასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარე განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ქართული მხარის მონაწილეობით შეხვედრები გაიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნულ გადამხდელ სააგენტოში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მონაცემთა ცენტრში, სოფლის მეურნეობის სააგენტოში და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურში, მემცენარეობის სამსახურში, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ მიწის სააგენტოში.

შეხვედრებზე მხარეებმა ლიეტუვას სახელმწიფო უწყებების მუშაობის სპეციფიკაზე, ფუნქციებსა და საქმიანობაზე იმსჯელეს. ლიეტუვას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პოლიტიკის ფორმულირების ეტაპზე, ხაზი გაესვა ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის ბაზრის საერთო ორგანიზების (CMO) კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის მნიშვნელობაზეც. აღინიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მზად უნდა იყოს განახორციელოს ბაზრის მარეგულირებელი მხარდამჭერი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობასა და მონაცემთა ბაზების გამართულად მუშაობას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა