მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას - ვახტანგ ცინცაძე

news image

„ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკური ზრდის კუთხით გაგრძელდება მომავალ თვეებში და ჩვენ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები.    

„საქსტატის" ინფორმაციით, 2023 წლის მარტში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენცია და 7.3% შეადგინა, რაც აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მარტშიც მაღალი  ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციებიც. „მარტში ექსპორტის დაახლოებით 33-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურიზმის შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა