მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასევე,განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამსაქმებელთა ვალდებულებებზე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურსა და ტერიტორიულ რეზერვში მსახურებას უკავშირდება.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამსაქმებლების ვალდებულებებს უკავშირდება, ხოლო, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნეს პროცესების პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული გამოწვევები შეეფასებინათ. ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და ბიზნეს შორის კომუნიკაცია კვლავაც აქტიურად გაგრძელდება, რამაც დამსაქმებლის ვალდებულებებზე ცნობადობას უნდა შეუწყოს ხელი.  

 

„წვევამდელთა ეროვნული სამსახური და ტერიტორიული რეზერვის პირობები, ის ორი  საკითხია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ზოგადად დამსაქმებელთან. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ახალ რეგულაციებზე  და დასაქმებისას ყველა პროცედურა კანონის დაცვით განახორციელონ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ორმხრივად საინტერესო გამოდგა, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნესის პრიზმიდან დაენახათ ახალი კოდექსის აღსრულების კონკრეტული მექანიზმები და გამოწვევები. მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ამ შეხვედრამ მეტი სიცხადე შემოიტანე იმ პროცესში, რომელიც ბიზნესმა უნდა განახორციელოს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა