მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან ანტიკორუფციული გარემოს მხარდაჭერასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

 

მემორანდუმის მიზანია კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის  სისტემის გაძლიერება.

 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას.

 

„მზად ვართ, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციული რისკების შეფასებისა და ეფექტიანი მართვის მექანიზმების განვითარებასა და დანერგვის საქმეში. შესაბამისად, ვაპირებთ, კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის, როგორც უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან კორუფციული გარემოს შემდგომი გაუმჯობესება პირდაპირპროპორციულ კავშირშია საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებასთან" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა