მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა MoneyLive Summit London- ზე ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა

news image

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება - MoneyLive Summit London-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა.

MoneyLive Summit London ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ, სადაც C-level ხელმძღვანელები მონაწილეობენ. შეხვედრაზე სფეროს პროფესიონალები მიმდინარე გამოწვევებსა და მომავალ ტრენდებს განიხილავენ.

ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი სპიკერი და 1500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ევროპული და ბრიტანული ბანკების წარმომადგენლები როგორიცაა:  Barclays, NatWest, Goldman Sachs, JPMorgan,  BNP Paribas და HSBC. სამიტში ასევე იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ციფრული ბანკების ხელმძღვანელები, როგორიცაა: Revolut, Bunq, Tandem-ის და სხვა.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით  სპიკერი  ვიყავი ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც MoneyLive Summit London-ია. პანელური დისკუსიის ფორმატში,  Goldman Sachs და NatWest-ის წარმომადგენლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა  საქართველოს ბანკის წარმატებულ ქეისზე, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო საკუთარი ხედვები ღია ბანკინგის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე ვისაუბრე ბანკში ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით დანერგილი ინოვაციებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ, კერძოდ კი: ტრანზაქციული ანალიტიკის, Ads Manager-ისა და ლოიალურობის პროგრამების შესახებ. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ინოვაციური მიდგომები და პროდუქტები გავაცნოთ საერთაშორისო აუდიტორიას, მეორეს მხრივ კი- წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტების გამოცდილება გაიზიარო. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სფეროს განვითარებაზე ზრუნვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა