მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

საქართველოს ბანკის Student და sCool Card - ის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ციფრული საფულით გადახდისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

news image

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორინეტირებული ბანკი, მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის Student და sCool Card - ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ციფრული საფულით - ით გადახდისას, შეღავათიანი ტარიფით ისარგებლონ.

ციფრული საფულით გადახდისას მომხმარებელი არა მხოლოდ მგზავრობის ხარჯს დაზოგავს, არამედ უფრო კომფორტულადაც გადაიხდის, რადგან ბარათის მობილურში დამატების შემდეგ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ ტრანზაქცია წარმატებით შესრულდეს.

 „ბანკი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის საჭირო და კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. ამიერიდან, საქართველოს ბანკის Student და sCool Card - ის მფლობელებს შეუძლიათ გადაიხადონ ციფრული საფულით მარტივად და კომფორტულად, ტელეფონის მეშვეობით და  ამასთანავე ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფით. მის გასააქტიურებლად Student Card - ის შემთხვევაში სტუდენტებმა, ხოლო sCool Card - ის შემთხვევაში მშობლებმა, უნდა მოგვწერონ მობილბანკის ჩატში და აირჩიონ რომელი (ფიზიკური თუ ციფრული) ბარათით სურთ შეღავათის მიღება. ტარიფის ცვლილება კი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ჩათის მეშვეობით. გვჯერა, აღნიშნული სიახლე ჩვენს მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას  გაუმარტივებს და მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.  ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

აღსანიშნავია, რომ ციფრული საფულეში დამატებული საქართველოს ბანკის ბარათების   გამოყენება შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით სარგებლობენ. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა