მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალ ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დაემატა

news image

 

საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ზრუნვას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დაემატა, რომელიც სპეციალურად ავტომფლობელებისთვის შეიქმნა და ის მათ საჭიროებებზეა მორგებული.

მანქანის სივრცე ავტომფლობელებს საშუალებას აძლევს საქართველოს ბანკის მობილბანკში დაამატონ საკუთარი, ოჯახის წევრის ან მეგობრის მანქანა და აკონტროლონ მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი. მათ შორის, თვალი მიადევნონ ჯარიმებს, ნახონ მიღებული საპატრულო ვიდეოჯარიმების რაოდენობა და ჯამურად გადახდილი თანხა, აკონტროლონ პარკირების  საშვი, შეამოწმონ თუ რა დროა დარჩენილი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე და შეიძინონ ის. ამასთან, მომხმარებლები აპლიკაციიდან  მიიღებენ შეტყობინებებს, რათა არ დაავიწყდეთ ჯარიმისა თუ პარკირების თანხის გადახდა.

„ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი იმ არხში მივაწოდოთ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, იმისთვის რომ უფრო მეტად გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. პარკირებისა და ჯარიმის მონიტორინგი ყველა ავტომფლობელის საერთო გასაჭირია. ყოველდღიურ საქმეებში ჩაფლულს შესაძლოა დაგავიწყდეს ან გამოგრჩეს ჯარიმის გადახდა, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. სწორედ  მსგავსი დისკომფორტის ასარიდებლად, საქართველოს ბანკის მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - მანქანის სივრცე დავამატეთ. მომხმარებელს შეუძლია ამ სივრცეში დაამატოს მისი ან მისი ოჯახის წევრის, მეგობრის, ახლობლის ავტომობილები და აკონტროლოს საპატრულო ვიდეოჯარიმები, ზონალური და თბილისის პარკინგის საშვების ვადები და თანხა პირდაპირ აპლიკაციიდან გადაიხადოს. მანქანის სივრცე მომხმარებლებს არცერთი ჯარიმის დავიწყების უფლებას არ მისცემს, რადგან მას აპლიკაციიდან შეტყობინება რამდენჯერმე მიუვა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მანქანის სივრცეში ავტომობილის დასამატებლად, საჭიროა გადმოწეროთ ან განაახლოთ  მობილბანკის აპლიკაცია. მობილბანკის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია Android ან iOS მოწყობილობებისთვის.  მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

*აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 1 ივნისამდე მანაქანის სივრცით უფასოდ ისარგებლონ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა