მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098.9
0.0069
flag
AZN 1.6115
-0.0006
flag
CNY 38.006
-0.0042
flag
EUR 3.0898
0.0212
flag
GBP 3.6702
0.027
flag
KZT 53.66
-0.0011
flag
TRY 0.0706
0
flag
USD 2.7406
-0.0009

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იდეა დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „იდეა დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს - იდეა პანორამას, ვაკე - საბურთალოს ტერიტორიაზე, გ. დანელიას ქუჩაზე ახორციელებს. 

„იდეა პანორამა“ - ს თანამედროვე კონცეფციის პროექტი მოიცავს 3 დამოუკიდებელ ბლოკს, რომელიც  3 ჰექტარზე აშენდება.  საწყის ეტაპზე დაგეგმილია პირველი ბლოკის მშენებლობა, რომელიც 12 890 კვ.მ - ზე სამ საოფისე/კომერციულ და 11 სართულიან სახოვრებელ კომპლექსს გულისხმობს.  კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სკვერი, საბავშო სათამაშო ზონებით, პადელის მოედანი, ღია და დახურული ავტოსადგომი და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, საერთო სარეკრეაციო ზონების, მათ შორის სასეირნო ბილიკებისა და საერთო გამწვანებულ ტერასის მოწყობა. მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

"პროექტის ერთ - ერთ მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობა წარმოადგენს. გვსურდა, ჩვენი მობინადრეებისთვის  შეგვექმნა ბალანსი ქალაქსა და ბუნებას შორის და შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პანორამული ხედებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდენ ცენტრალურ ლოკაციებთან (ქალაქის ცენტრალური პარკი; ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა; საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი; მეტრო უნივერსიტეტი და სხვა.) ამასთანავე, შენობას აქვს უნიკალური არქიტექტურა, რომელიც იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. „იდეა პანორამასთითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ვერეს ხეობაზე და სწორედ ამიტომ, პროექტის ყველა ბინას აქვს მრავალფუნქციური ტერასა და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენპროექტი ასევე გამოირჩევა მაღალი საინვესტიციო პოტენციალით, რადგან ის სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სიმშვიდესიდეა პანორამაშიინვესტირებისას, - აცხადებს  სანდრო თავხელიძე, იდეა დეველოპმენტის დამფუძნებელი.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. „იდეა დეველოპმენტთან“  პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - იდეა პანორამა ხორციელდება, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. აქვე, აღსანიშნავია რომ ფინანსური ინსტიტუტი მრავალი წელია „ოქსონ სოლუშენთან“ პარტნიორობს, რომლის მენეჯმენტის ქვეშ ერთიანდება „იდეა დეველოპმენტი“ და „მკისა“, რომელმაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნუშისა და მოცვის ბაღები გააშენა. მოხარული ვართ, რომ  კომპანია მუდმივად ვითარდება და გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მის  გაძლიერებას. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებასრადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა