მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.8
0.0021
flag
AZN 1.5843
-0.0003
flag
CNY 37.475
-0.004
flag
EUR 3.1282
-0.0099
flag
GBP 3.6269
0.0008
flag
KZT 49.79
0.0019
flag
TRY 0.0661
-0.0001
flag
USD 2.6942
-0.0006

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

news image

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 კვ.მ ფართის მშენებლობა იგეგმება, სადაც 26 000 კვ.მ-ზე სავაჭრო სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 33 350კვ.მ - ზე ორი საცხოვრებელი თაუერის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი სივრცე 23 000კვ.მ-ს შეადგენს.

,,აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თბილისში  ორ სავაჭრო ცენტრს -  ,,სითი მოლი საბურთალო’’ და,,სითი მოლი გლდანი’’ ფლობს.  ის  100-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტანსაცმლის, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, კვების ზონას და სხვა  გასართობსა თუ მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 2026 წლისთვის დასრულდება.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პორტფელში FMCG სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ინიცირებული ყველა პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ, მათ შორის „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება, ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ამჯერად, აღნიშნული პროექტი სითი მოლი გლდანის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ახალი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა