მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

საქართველოს ბანკის გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ

news image

საქართველოს ბანკის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. 6 ნოემბერს 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ 50-დან 10 000 ლარამდე ფულადი პრიზები მიიღო. მათ გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში - სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ტრანზაქცია შეასრულეს და ბილეთები დააგროვეს.  გათამაშება სამ ეტაპად -  1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა, ფინალი კი 13 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბერს გამოვლინდა როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ისე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე გათამაშდა:

  • 10 000 ლარი - მთავარი პრიზი;
  • 500 ლარი (6-ჯერ)
  • 200 ლარი (50-ჯერ)
  • 100 ლარი (335-ჯერ)
  • 50 ლარი (850-ჯერ)

ცნობისთვის, ბილეთები გროვდება ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში ისეთი ყოველდღიური ტრანზაქიცების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ გათამაშებისადმი დიდი ინტერესი გამოვლინდა და პირველ ეტაპზე 1200-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმე დაჯილდოვდა, მათ შორის, გათამაშდა ამ ეტაპის მთავარი პრიზი - 10 000 ლარი. ვფიქრობთ, გათამაშებას ორი მნიშნველოვანი დანიშნულება აქვს - ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში დროისა და რესურსების დაზოგვაში, და, მეორე მხრივ, წვდომას აძლევს მათ დამატებით ფულად რესურსზე, რაც მათ საქმიანობის განვითარებისთვის გამოადგებათ. გათამაშება გრძელდება და მომდევნო ეტაპებზეც კვლავ ასობით ინდ. მეწარმეს მივცემთ მსგავს შესაძლებლობას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.

ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა