მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Email მარკეტინგის კურსი დაემატა

news image

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას - Businesscourse.ge ახალი კურსი, Email მარკეტინგი დაემატა.

ბიზნესკურსის საგანმანათლებლო პლატფორმა უკვე არაერთი წელია, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვანი ინფორმაციითა და სასწავლო რესურსებით აძლიერებს. პლატფორმა მუდმივად ახლდება და მას ყველაზე მოთხოვნად თემებზე ახალი კურსები ემატება.

Email მარკეტინგის კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიები. კურსი 10 ვიდეოლექციას მოიცავს, რომელთა გავლის შემთხვევაში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის მეილების შეგროვება, ტექსტური მეილების ვიზუალიზაცია, ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, კამპანიების შედეგების გაზომვა და სხვა. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაცია სწორ აუდიტორიამდე მიიტანოთ და გაყიდვები გაზარდოთ. კურსს საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი უძღვება.

„Email მარკეტინგი ციფრული კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამავე დროსუძველესი არხია. მას თანაბარი წარმატებით იყენებენ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესები, ისედიდი კორპორაციები. ამ კურსის მეშვეობით გაგიზიარებთ ინფორმაციას Email მარკეტინგისსაწყისებისა და მაგალითების შესახებ, გაგიზიარებთ მიგნებებს და გასწავლით, როგორგამოიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ისე, რომ  თქვენი Email კამპანიები წარმატებული იყოს“, - ამბობს სოსო გომარელი.

Businesscourse.ge უფასო პლატფორმაა, სადაც ბიზნესებისთვის საჭირო ინფორმაცია სასწავლო კურსების ფორმატშია გაერთიანებული. პლატფორმა მოიცავს კურსებს ფინანსების, მარკეტინგის, ვაჭრობის და სხვა საკითხების შესახებ. ჯამში პლატფორმაზე  50-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომივიდეოფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

Email მარკეტინგის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვისეწვიეთ ბმულს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა