მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ელექტრონული კომერციის კურსი დაემატა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Businesscourse.ge ახალი კურსების დამატებას აგრძელებს.

 

პლატფორმას ახლახან დაემატა კურსი - ელექტრონული კომერცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

 

კურსის გავლის შედეგად გაიგებთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, რაში დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი და სხვა.

 

„ელექტრონული კომერცია ციფრული ეპოქის ეკონომიკური საფუძველია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს ერთმანეთთან აკავშირებს და მას ერთ გლობალურ ბაზრად აყალიბებს. ელექტრონული კომერცია ფილოსოფიაა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრების, ურთიერთობისა თუ მუშაობის წესი. ამ სფეროში ინოვაცია ხვდება ტექნოლოგიებს, იდეები გარდაიქმნება პროდუქტებად, მცირე სტარტაპებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალურ ბრენდებად იქცნენ“, - ამბობს მენტორი, თორნიკე აფხაზი.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, გავუზიაროთ საგანმანათლებლო ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარ საქმიანობაში ინოვაციური მეთოდები დანერგონ. ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია, აღნიშნული კურსით კი ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ბიზნესებს, გაეცნონ მის საფუძვლებს და დაგეგმონ მომდევნო ნაბიჯები საკუთარი ელ. კომერციის პლატფორმებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი უფასო პლატფორმაა, რომელზეც კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ლექციების ფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ბიზნეს კურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360-ის  შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ  შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა