მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნას ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ

news image

საქართველოს ბანკი სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - ციფრულ სასაჩუქრე ბარათი წარუდგინა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მომხმარებლისთვის დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათები, რომელთა ნახვას და შეძენას ისინი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში შეძლებენ.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება.  მასზე კონკრეტული მოცულობის თანხა წინასწარაა დარიცხული და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი ამ ლიმიტის ფარგლებში  შეიძინოს. ბიზნესებს სურვილისამებრ შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერიდან და განსაზღვრონ:  თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი. ბიზნესები ასევე შეძლებენ ნახონ გაყიდული ბარათების ანალიტიკა: რა რაოდენობის ციფრული სასაჩუქრე ბარათი გაიყიდა, ბარათზე არსებული ბალანსი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მობილბანკში სასაჩუქრე ბარათების შეძენა  და გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს  ისეთი ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ, რომელიც მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ  დამოუკიდებლად შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი და მიწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად, წამებში შეიძენენ სასაჩუქრე ბარათებს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის, იქნება ეს დაბადების დღე, ახალი წელი თუ სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვანი თარიღი.  მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს ბარათისთვის სასურველი ვიზუალი და მისალოცი წერილიც დაურთოს მას. ეს ერთის მხრივ, ეს კარგი სიახლეა მომხმარებლებისთვის, რადგან თუ ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში ის თანხას არ გამოიყენებს, აუთვისებელი თანხა დარჩება მის ანგარიშზე. ბიზნესს კი შესაძლებლობას აძლევს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“  - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ინფორმაციისთვის, ბიზნესები, ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეძლებენ. ამისთვის საჭიროა ფიზიკური გადახდის მეთოდი ჰქონდეთ. მათ კი ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი  მარტივად, ონლაინ მოითხოვონ.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა