მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

საქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს

news image

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წელსაც აქტიურად უჭერს მხარს. ამჯერად, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, ბანკი, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 13, 20 და 27 მარტს ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის ინტერაქციული ვორქშოფები ჩატარდება.

13 მარტს, ტერმინალში Quickshipper-ის დამფუძნებელი მარიამ ახვლედიანი ისაუბრებს ქართული სტარტაპის, Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე  და ამ გზაზე მიღებული გადაწყვეტილებებსა თუ მთავარ გამოწვევებზე. ის ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ უნდა მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, როგორ შევარჩიოთ იდეა და მოვემზადოთ ბიზნესის ფორმირებისთვის,  როგორ იღებენ დამფუძნებლები რთულ გადაწყვეტილებებს, როდის ღირს ბრძოლის გაგრძელება და როდის - კურსის შეცვლა.

20 მარტს კი პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი ნატო ჩაკვეტაძე ილიას უნივერსიტეტში ჩაატარებს ვორქშოფს.

ხოლო, 27 მარტს, Helio AI-ის დამფუძნებელი იაკო ჯიქია ისაუბრებს ხელოვნურ ინტელექტზე, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად. ასევე პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუდიტორიას გაუზიარებს თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს და მართონ სირთულეები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

Startup Grind-ის ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა