მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის მესამე საზაფხულო ვორკშოპს ქუთაისში გამართავს

news image

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას.Ads მენეჯერის საზაფხულო ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ამჯერად მესამე შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს, 19:00 საათზე ქუთაისში, SOLO ლაუნჯში გაიმართება. შეხვედრასსაქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და აუდიტორიას გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის შეთავაზება, რომელიც მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში გამოჩნდება.

ღონისძიების მონაწილეები შეხვედრაზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და ადგილზე შეძლებენ შეთავაზების შექმნას.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს გავაცნოთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად გამორჩეული ინსტრუმენტია. Ads მენეჯერის დახმარებით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში ციფრულად აქტიურ 1 500 000 მომხმარებელსა და ბიზნესებს, რომელთაც სურთ გაყიდვების გაზრდა და ლოიალური მომხმარებლების შეძენა. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და რეგიონულ ბიზნესებს Ads მენეჯერის შესაძლებლობებს გავაცნობთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას და მომავალშიც არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს დავუჭერთ მხარს მათი მიზნების რეალიზაციაში“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი .

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა