მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე

news image
mbc image

საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air- მოემსახურა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში Wizz Air- საქართველოს ავიაბაზარზე სულ 179 514 მგზავრს მოემსახურა, რითაც ავიაკომპანია ბაზრის 19%-ის მფლობელი გახდაგადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტი მგზავრი თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა გადაიყვანა, ხოლო მესამე პოზიციას ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways- იკავებს.

2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარის TOP-5 მოთამაშე:

1. Wizz Air - 19%,

2. Pegasus Airlines - 9%,

3. Georgian Airways - 8%,

4. Azerbaijan Airlines - 7%,

5.Turkish Airlines - 7%.

საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-თებერვალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 59%-იანი ზრდა აჩვენეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 996 096 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით. მიმდინარე მაჩვენებლები 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 124%-იან ზრდას აფიქსირებს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-თებერვალში 626137 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 443 953 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 665 314 მგზავრს, ხოლო 2024 წლის პირველ ორ თვეში კი 915 710 მგზავრს მოემსახურა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა