მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

საქართველომ წელს ბენზინისა და დიზელის 63% რუსეთისგან იყიდა

news image

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1092,5 ათასი ტონა, რაც 36,4 ათასი ტონით ანუ 3,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის,  2023 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 549,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 543,0 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 323,9 ათასი ტონა (58,9%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 215,6 ათასი ტონა (39,2%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10 ათასი ტონა (1,8%);

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან:

  • რუმინეთი - 162 ათასი ტონა - 14,8%;
  • ბულგარეთი - 82,1 ათასი ტონა - 7,5%;  
  • აზერბაიჯანი - 69,4 ათასი ტონა - 6,4%;  
  • ბელორუსი - 25 ათასი ტონა - 2,3%;  
  • თურქმენეთი - 24 ათასი ტონა - 2,2%;
  • საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა - 1,9%;
  • თურქეთი - 12 ათასი ტონა - 1,1%;
  • არაბთა გაერთ.ემ. – 2,2 ათასი ტონა - 0,2%;
  • ვირჯინიის კ-ბი - 2,2 ათასი ტონა - 0,2%;
  • უკრაინა - 1,3 ათასი ტონა - 0,1%;
  • ჰონკონგი - 0,1 ათასი ტონა - 0,01%;
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა