მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

საქართველო - ისრაელის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

news image

ისრაელში ექსპორტი 6%-იან კლებას, ხოლო იმპორტი ასევე 2%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოდან ისრაელში 20,677.36 ათასი დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, მაშინ როდესაც 2022 წლის მაჩვენებლები 22,033.83 ათასი დოლარი იყო.

ისრაელში ექსპორტის მაჩვენებლებმა მაქსიმუმს 2012 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ ისრაელში 36,529.89 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. 

2023 წლის მაჩვენებლებით ისრაელში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია  რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის განკუთვნილი რადიოსატელეფონო გადამცემი აპარატურა იყო და მასზე ისრაელში ექსპორტის 16%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველომ ისრაელში შეიტანა

  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 3,384.03 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2,836.18 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 1,656.65 ათასი დოლარი;
  • ოპტიკური ელემენტები - 1,621.32 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 1,444.01 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს საქართველომ ისრაელიდან 16,202.28 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანა, 2022 წელს კი 16,524.00 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 1,9%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ისრაელიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2009 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 70,862.48 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი დაფიქსირდა. 

2023 წლის მაჩვენებლებით, ისრაელიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კოსმეტიკური საშუალებები იყო.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველო ისრაელიდან ყიდულობს:

  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,918.01 ათასი დოლარი;
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1,714.91 ათასი დოლარი;
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 941.76 ათასი დოლარი;
  • ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი - 876.95 ათასი დოლარი;
  • ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან - 862.18 ათასი დოლარი;

PS. ისრაელ-პლესტინის კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 4 თვე გავიდა. მოახდინა თუ არა კონფლიქტმა გავლენა საქართველო-ისრაელის სავაჭრო ურთიერთობებზე ამის პირდაპირი მტკიცებულება ამ დროისათვის არ არსებობს. თუმცა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო- ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით შემცირებულია. კლება უშუალოდ ომით არის განპირობებული თუ არა ძნელი სათქმელია, რადგან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები წლების მიხედვით მერყევი იყო.


 

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა