მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კვიპროსში გაიმართა ასოციაციაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რის საფუძველზეც გადაწყდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნა, რომლის თავმჯდომარედ კომპანია „Wondernet"-ის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მურჯიკნელი აირჩიეს.

 

ასევე, ცვლილებაა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ კი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ნინა კობახიძე საბჭოს ახალ წევრად აირჩიეს, რომელიც სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, და ამავდროულად, 2019 წლიდან BAG-ის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

 

ასევე, სხდომაზე მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ, თორნიკე კუჭავა აირჩიეს, რომელიც სამშენებლო კომპანია „ანაგის" საინვესტიციო დირექტორია, ხოლო ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ ელენე მაჭავარიანი, „სილქ ჰისფითალითის" აღმასრულებელი საოპერაციო დირექტორი.

 

სხდომის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ასოციაციის საქმიანობის ბოლო 6 (ექვსი) თვის ანგარიში გააცნო, რომელიც,  საანგარიშგებო პერიოდში, ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას ეხებოდა. ასევე, დეტალურად განიხილეს ასოციაციის წევრობაზე წარდგენილი ახალი განაცხადები, რის შედეგადაც, გადაწყდა, რომ ასოციაციაში ოთხ ახალ კომპანიას მიეცემა გაწევრიანების საშუალება.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორც ახალი კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე საბჭოს შემადგენლობის ზრდის თვალსაზრისით. მინდა წარმატება ვუსურვო ნინა კობახიძეს საქმიანობაში,  ასევე წარმატებებს ვუსურვებ კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს. დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა