მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

news image

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა დადაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კომიტეტისმიზანია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ აღსრულებაზემუდმივი ზედამხედველობა.

 

მისი თქმით, კომიტეტის ერთ-ერთი ამოცანა დეოკუპაციისა და ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობაა.

 

„ჩვენ ვიმუშავებთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციისსაკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორებისჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ.დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობასა დასაერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გაზრდაზე ამ მიმართულებით,განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რისკ ფაქტორები არსებობს. ასევე,განვახორციელებთ საპარლამენტო ასამბლეებში, ორმხრივ  ფორმატებში დასაერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს მიერ ინიციირებულრეზოლუციებზე, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებზე მხარდაჭერის მოპოვებისთვისმიმართულ აქტივობებს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ კომიტეტისამოცანები იქნება: ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისოორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი და რეგიონულითანამშრომლობის განმტკიცების ხელშეწყობა.

 

„საქართველოს, ევროპის მიღმა, აქვს ასევე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკურიპრიორიტეტი და ეს არის - ისრაელი, ყურის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა,ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი და ისლამურითანამშრომლობის ორგანიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის,სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა (ASEAN) და ოკეანიის ქვეყნებთან საპარლამენტოთანამშრომლობის უფრო გააქტიურება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, კომიტეტი გააგრძელებს საგარეო საქმეთასამინისტროს საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას, მათ შორის, როგორც საგარეოსაქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების, უფლებამოსილი პირების, საზღვარგარეთაკრედიტებული ჩვენი ელჩების პერიოდულ მოსმენას.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ წინა მოწვევის პარლამენტში დანერგილ პრაქტიკას და მოვუსმენთსაქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების ელჩებსაც.  ასევე, გვექნება მოსმენებიოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითარსებული ვითარების შესახებ და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გატარებულიღონისძიებების შესახებ. აუცილებლად გვექნება მოსმენა რუსეთის ფედერაციისწინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ამმიმართულებით გვაქვს მიღწეული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა