მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს - შოთა ბურჯანაძე

news image

ის, რომ 2023 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, დატვირთულობის მხრივ ივლისი და აგვისტო კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რითაც უფრო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტები ისარგებლებენ. 

„საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო  შესაბამის სარგებელს პოულობს. რა თქმა უნდა აქ საუბარია ქვეყნის ეკონომიკაზე და ყველა სხვა მომიჯნავე სექტორზე. ის ფაქტი, რომ 2023 წელთან შედარებით იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და  საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს, ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია. სიმართლე, რომ გითხრათ, იმ მოვლენების შემდეგ რაც ქვეყანაში განვითარდა ეს შედეგები გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო და სასიხარულოა, რომ ვითარება გამოსწორდა იმ ჯავშნების უკან დაბრუნების შემდეგ, რასაც მაისში ჰქონდა ადგილი. 

ვფიქრობ, რომ ივლისი და აგვისტო იქნება უფრო „ცხელი“. გამორჩეულად ისარგებლებს აჭარის მხარე და უფრო დიდი მოთხოვნა იქნება საზღვაო კურორტებზე. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დადებითაც აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ზოგადად ტურიზმის სექტორზე“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა