მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.5
-0.0016
flag
AZN 1.5861
0.0002
flag
CNY 37.534
-0.0035
flag
EUR 3.1367
-0.0099
flag
GBP 3.6223
0.0164
flag
KZT 49.93
-0.0011
flag
TRY 0.0663
0
flag
USD 2.6964
-0.0006

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირებისათვის NCTS-ის ახალ მოდულში რეგისტრაციის შესახებ სწავლება გაიმართა

news image

ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირებისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) მოდულში რეგისტრაციის  შესახებ სწავლება გაიმართა. 

კურის ფარგლებში, მსმენელებმა შეისწავლეს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებულ ერთიან სისტემაში დაშვების პირობები,  მათ შორის ტრანზიტის დეკლარაციის შევსება და შესაბამისი განაცხადების წარდგენა, რაც გაცილები გაამარტივებს ახალ პლატფორმაზე ორიენტირების პროცესს.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველოში წარდგენილი ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით, ევროკავშირისა და კონვენციის წევრი 36 სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკვე მარტივადაა შესაძლებელი საქონლის ტრანზიტული გადაადგილება.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის  გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება. 

დამატებითი ინფორმაცია და ხშირად დასმული კითხვები განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე

 

https://www.rs.ge/LegalEntityCustomsControl?cat=3&tab=1

 

news banner
ავტორი

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა