მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

სადეპოზიტო სერთიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა

news image
mbc image

 

მარტში სადეპოზიტო სერთიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, - აღნიშნულის სესახებ სებ-ის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული. ირკვევა, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.26 პპ-ით, 8.0%-მდე, შემცირდა. რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთებს, ექვსთვიანი და ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები 0.05 და 0.12 პპ-ით შემცირდა, შესაბამისად 8.29% და 8.16%-ს შეადგენდა.

სახაზინო ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანი სახაზინო ობლიგაციების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდა 0.1, 0.3 და 0.3 პპ-ით, და შესაბამისად 8.15%, 7.98% და 8.00% შეადგინა.

„მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მოცულობა, თვიურად 1,799.7 მლნ ლარით გაიზარდა, (წლიურად 2,561.6 მლნ ლარით) 15,933.9 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც მეტწილად უცხოური ვალუტის რესურსით არის განპირობებული. ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის დიდი წილი, უცხოური ვალუტის ბრუნვაზე მოდის (79.0%), რომლის მოცულობაც თვიურად 878.3 მლნ ლარით (7.5%-ით) გაიზარდა. ლარის რესურსის ბრუნვის მოცულობა კი, თვიურად 921.4 მლნ ლარით (37.9%-ით) გაიზარდა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ბანკთაშორის ბაზარზე ლარის ვალუტის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 8.34% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.02 პპ-ით გაიზარდა და 3.37% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტში ფულადი ბაზრის რესურსის 49.2% ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 49.8% კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მარტში სადეპოზიტო სერტიფიკატების ერთი აუქციონი ჩატარდა და 20 მლნ ლარის ღირებულის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატები გაიცა. ამავე პერიოდში 20 მლნ ლარის ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაიფარა. შესაბამისად წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატების ნაშთი არ შეცვლილა და მარტის ბოლოს 60 მლნ ლარი შეადგინა.

მარტში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ექვსი აუქციონი ჩატარდა. აღნიშნულ აუქციონებზე ჯამში 295.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა. მარტში ჩატარებულ აუქციონებზე გაიყიდა 6-თვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი, ხუთწლიანი და ორი ათწლიანი ვადიანობების სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, შესაბამისად, 20, 20, 50, 100 და 105 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა. დაფარვების გათვალისწინებით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნაშთი წინა თვესთან შედარებით 220.4 მლნ ლარით გაიზარდა და 8,482.4 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი პორტფელის 62.7%-ს კომერციული ბანკების, 23.4%-ს ეროვნული ბანკის, 10.7%-ს რეზიდენტების, ხოლო 3.3%-ს არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები შეადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა