მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის მიხედვით „ალდაგი“ კვლავ TOP 3-შია

news image

2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიების მიხედვით სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ისევ TOP 3-შია. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაზრის ლიდერ კომპანიას შორის მესამე პოზიციაზე ალდაგია, რომელმაც 2024 წელს 193 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, 2023 წელს კი 170 მლნ ლარი, ზრდა 13,5%-ია.

ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით, ალდაგი 2024 წლის სტატისტიკაში მეოთხე პოზიციაზეა. კომპანიამ 2024 წლის განმავლობაში 84 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 71 მლნ ლარს შეადგენდა.

2024 წლის განმავლობაში გამომუშავებული პრემია და დამდგარი სადაზღვევო ზარალები კომპანიების მიხედვით - აღნიშნულ რეიტინგი ალდაგი მესამე ადგილზეა და არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით 2024 წელს მისი გამომუშავებული პრემია 187 მლნ ლარი იყო, ხოლო დამდგარი ზარალი 74 მლნ ლარი.

2024 წლის განმავლობაში ნეტო გამომუშავებული პრემია ალდაგის მაგალითზე 129 მლნ ლარი იყო, ხოლო ნეტო დამდგარი სადაზღვევო ზარალები 71 მლნ ლარი.

2024 წლის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში ალდაგის მიერ მოზიდული პრემია იყო 59,6 მლნ ლარი, ბაზრის წილი 23%-ი.

ქონების დაზღვევის სახეობაში ალდაგის მიერ 2024 წელს 59,6 მლნ ლარია და ამ მაჩვენებლით კომპანია აღნიშნულ სეგმენტში ბაზრის 45%-ის იკავებს.

2024 წლის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში ალდაგმა 32,6 მლნ ლარს პრემიის მოზიდვა შეძლო, რითაც ბაზრის 30%-ის მფლობელი გახდა.

ალდაგის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 11,9 მლნ ლარს შეადგენს, შესაბამისად 2024 წლის მაჩვენებლებით ის ამ ბაზრის 37%-ის მფლობელია. 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა