მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 16 - 17 დეკემბერი

news image

Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

 

Beka & Dj Logic Project at Republic

16 დეკემბერს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“, Billboard Georgia-ს სცენაზე ბექა გოჩიაშვილისა და Dj ლოჯიკის ერთობლივი პროექტი გაიმართება.

ქართველი ჯაზის ვირტუოზის, ბექა გოჩიაშვილის და დიჯეი ლოჯიკის პირველი ალბომი 2013 წელს ნიუ იორკში შეიქმნა. მას შემდეგ არტისტებმა არაერთი საერთო შესრულება შესთავაზეს ამერიკელ მსმენელს ისეთ ცნობილ ჯაზ-კლუბებში, როგორებიცაა: Blue Note, Iridium, Birdland.

Dj Logic, იგივე Jason Kibler დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯაზის სფეროში, გამოირჩევა მისი წვლილით- ჰიპ-ჰოპ სამყაროში ჯაზის ელემენტების შეტანისთვის. მას უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: Bob Weir, John Mayer, Marcus Miller, Jack Johnson, Charlie Hunter, Mos Def და სხვ.

Beka & Dj Logic პროექტში ასევე მონაწილეობენ:

საქსაფონი და ვოკოდერი - Casey Benjamin - 2 გრემის მფლობელი პროექტისთვის Robert Glasper Experiment;

ბასი - Felix Pastoius - პროექტების: Yellow Jacket და Bill Evans მონაწილე; ლეგენდარული Jaco Pastorius-ის შვილი;

დრამი - Blaque Dynamite (Mike Mitchell) - Stanley Clarke-ის ბენდის წევრი, უმუშავია Erykah Badu-სთან და Willow Smith-თან.

ჯაზის, ფიუჟენის, ჰიპ-ჰოპისა და ფანკის სინთეზი - არტისტები კონცერტზე მოსულ სტუმრებს ძალიან ენერგიულ საღამოს პირდებიან.

დასაწყისი: 21:00 საათი

Club IVERIA თავის წევრებს სთავაზობს სპეციალურ ფასდაკლებას: Classic – 10%, Silver - 20%, Gold - 30%, VIP – უფასო.

დამატებითი ინფორმაციისთვის: +995 322 907 777

Kas:st - Mono Hall Tbilisi

16 დეკემბერს Mono Hall-ში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ტექნო დუო საფრანგეთიდან - KAS:ST დაუკრავს. მათთან ერთად სცენას დაიკავებენ, ლოკალური სცენის არტისტები: BREATHDUB და UCHA.

KAS:ST – 2013 წელს, ბარსელონაში მოღვაწე პარიზელი არტისტების კაროლ ჰერსესა და მანუელ სენესმიერ დაფუძნებული დუოა, რომელიც მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება სავსეა ჰიბრიდული მიდგომებითა და ექსპერიმენტებით, რაც თავისმხრივ კარგად გამოხატავს პროექტის თანამედროვე ტექნოს ხედვას. KAS:ST-ის შექმნის იდეა დგას, ტექნო მუსიკის მიმართ უნიკალური მეთოდოლოგიური მიგნებების კომბინაციაზე, რაც მსოფლიოს ნებისმიერ საცეკვაო მოედანზე, მსმენელს უსაზღვრო ემოციურ მოგზაურობას სთავაზობს.

აღსანიშნავია KAS:ST-ის ვიდეო კლიპებიც, რომლებიც ერთგვარ ტრანსულ მდგომარეობას ჰგავს, მათ მუსიკასთან ერთად. განსაკუთრებით, შეგვიძლია გამოვარჩიოთ: ‘VTOPIA’ და ‘Hell On Earth’, რომლებსაც დაახლოებით 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ინტერნეტ სივრცეში. და რაღათქმაუნდა უნდა ავღნიშნოთ, KAS:ST-ის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ალბომი „A Magic World“, რომელიც სავსეა ეპიკური მელოდიებითა და სინთეზატორების დრამატული ჟღერადობებით.

KAS:ST-ის დისკოგრაფია ჯამურად 60 მილიონზე მოსმენას ითვლის და ცხადია არ არის გასაკვირი, დუოს ხილვა ელექტრონული მუსიკის ყველაზე მასშტაბურ სცენებზე. აღსანიშნავია მათი თანამშრომლობა და კოლაბორაცია ისეთ ლეიბლებთან და არტისტებთან, როგორიც არის: Cercle Records, Afterlife, Kerri Chandler, 999999999 და Tale Of Us.

22:30 - 03:00 - BREATHDUB -

03:00 - 05:00 - Kas:st -

05:00 - End - Ucha -

დასაჯავშნად: 593 972 929

Backstage ბილეთის უპირატესობები:

▪ ცალკე შესასვლელი

▪ ცალკე ბარი

▪ კომფორტული და საცეკვაო მოედნიდან გამოყოფილი სივრცე

KURARA in Tbilisi

ჯგუფ KURARA-ს უნიკალური კონცერტი პირველად თბილისში, ბუნკერ ბარში, 16 დეკემბერს გაიმართება!

მათი მუსიკა მრავალი წელია ახარებს მაყურებელს სიმღერებით, რომლებიც ასახავს მათ დამოკიდებულებას სამყაროსა და ცხოვრების მიმართ.

SATURDAY JAZZ JAM SESSION WITH RESO KIKNADZE QUARTET

შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად 

• რეზო კიკნაძე  | • ლაშა დეისაძე | • გიორგი სამსონაძე | • გიორგი მელიქიშვილი 

დრო: 21:00

მაგიდის დასაჯავშნად: 599 38 02 38 

მისამართი: ნ.ბარათაშვილის 7

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა