მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა - ეროვნული ბანკი

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის ახალი ანგარიშის თანახმად, საბანკო ბაზარზე სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. 

ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 13.1% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, განაკვეთების შემცირება ლარის სესხებზე პროცენტების დაწევას უკავშირდება. 

„ივნისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ-ით შემცირდა და 13.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით 15.9%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9.0%- ის დონეზეა.

იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და ივნისში 13.7% შეადგინა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით შემცირდა და 12.0% შეადგინა.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 9.4%-მდე შემცირდა.

უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.1%-მდე შემცირდა.

ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით მოიმატა.

ივნისში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.7%-ით, 25.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა.

უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 11.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის მატებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პპ-ით გაიზარდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი არ შეცვლილა.

„სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხებში 3.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა