მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიური სიახლეები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და სიახლეებს.
ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ელექტრონული ტექნოლოგიების  მუშაობას პირადად გაეცნენ და იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ტექნოლოგიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ  ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო, რომლის მეშვეობითაც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. ეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის შესახებაც სასურველია კერძო სექტორი და ზოგადად მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებული იყოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მსხვილ დამსაქმებლებს,  მზადაა ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა