მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

news image

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი.

უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ:

  • ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე რეგისტრაცია.
  • ყველა დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრემ საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს.

მოქმედი კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

  • ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა

ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) მიხედვით ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ამომრჩევლის მისამართზე დაფიქსირებული სხვა ამომრჩევლის მონაცემები არის მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, ვინაიდან ეს ამომრჩეველი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში  ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

  • ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში  ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

თუ ამომრჩეველი არ გაივლის რეგისტრაციას ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლები, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის. ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდებიან იმ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამერიკული კომპანია PRO V and V ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად „სხვადასხვა უბნისთვის  არსებულ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა დუბლირება შეუძლებელია“. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველი, მხოლოდ კანონით დადგენილი წესებით და ვადების გათვალისწინებით ხვდება ამომრჩეველთა სიებში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა