მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

"რუბლის კრახი" - დოლარმა და ევრომ მოსკოვის ბირჟაზე რეკორდი გადაწერეს

news image

რუსეთის ბანკის გადაწყვეტილება საბიუჯეტო წესით უცხოური ვალუტის ყიდვის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუბლის მასიური ვარდნის ფონზე ოთხშაბათს გამოცხადდა, რუსეთის სავალუტო ბაზრის დასახმარებლად უძლური აღმოჩნდა

პარასკევს, 11 აგვისტოს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას, დოლარმა და ევრომ კვლავ დაწერეს რეკორდები, 2022 წლის მარტის ბოლოდან.

ამერიკული ვალუტის კურსი 98,25 რუბლამდე გაიზარდა, ევროპული ევროს კურსი - 108,07 რუბლამდე.

აგვისტოს დასაწყისიდან დოლარი და ევრო კიდევ 7%-ით გაძვირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან - შესაბამისად 38%-ით და 42%-ით.

ამავდროულად, 9 წლის განმავლობაში პირველად, რუბლი დოლართან მიმართებაში მეშვიდე თვეა ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი წლის დასაწყისიდან რეკორდულ მაჩვენებელზეა, ხოლო ნავთობიდან შემოსავლებმა ივლისში რუსეთის ეკონომიკაში 10 თვიანი მაქსიმუმი აჩვენა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვის გაუქმებას მხოლოდ მოკლევადიანი „ფსიქოლოგიური ეფექტი“ ჰქონდა,რაც ბაზარზე ფუნდამენტურ მდგომარეობას არ ცვლის, აღნიშნავს იური კრავჩენკო, ანალიტიკოსი Veles Capital-დან. 

იმავდროულად, აშკარაა „გიგანტური კაპიტალის გადინება“, რომლის წყარო ბოლომდე არ არის ნათელი, - აღნიშნავს ევგენი სუვოროვი, „ცენტროკრედიტ ბანკის“ ეკონომისტი.

„რუბლის კოლაფსმა უკვეგანავითარა ინფლაციური სპირალი და მისი შეჩერება მხოლოდ დოლარის 90 რუბლზე  დაბლა დაბრუნებით არის შესაძლებელი“, - წერს „ცენტროკრედიტ ბანკის“ ეკონომისტი.

ამისთვის კი ცენტრალური ბანკი შესაძლოა, იძულებული გახდეს საბაზისო განაკვეთის მკვეთრი აწევით „გააჭედოს საცობი“.

„ფაქტორი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას, რჩება ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციაში აქტივებიდან არარეზიდენტების გაყვანასთან, ასევე რუსი პირების მიერ თანხების გატანასთან საზღვარგარეთ, რაც დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობით არის გამოწვეული“, - აღნიშნავს BCS ანალიტიკოსი დიმიტრი ბაბინი.

თუ ექსპორტიორები არ გაზრდიან მიწოდებას ბირჟაზე, „შეიძლება 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბოს“, - პროგნოზირებს ალორ ბროკერის ანალიტიკოსი ალექსეი ანტონოვი.

ევრო შესაძლოა, გაიზარდოს 110 რუბლამდე, რადგან ვალუტის მიწოდება შეზღუდულია, ხოლო იმპორტიორების მოთხოვნა სტაბილური რჩება, მათ შორის შემოდგომის „ცხელი“ სეზონისთვის მზადების გამო.

„გეოპოლიტიკური და საშინაო პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილების გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუბლის გაცვლითი კურსის გაუმჯობესდეს“, - მიიჩნევს დიმიტრი პოლევოი, IC Loko-Invest-ის საინვესტიციო დირექტორი.

რუბლის უმნიშვნელო გამყარება მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს უცხოური ვალუტის ყიდვას, მყიდველებმა შესაძლოა, გამოიყენონ, როგორც შესაძლებლობა და უცხოური ვალუტა უფრო იაფად იყიდონ“, -  აცხადებს  IC Loko-Invest-ის საინვესტიციო დირექტორი. 

მანამდე Bloomberg -მა რუსული რუბლი მსოფლიოში ყველაზე სუსტ ვალუტად დაასახელა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა