მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.8
-0.0052
flag
AZN 1.5614
-0.0009
flag
CNY 39.274
-0.0027
flag
EUR 3.0787
-0.0048
flag
GBP 3.5605
-0.0041
flag
KZT 54.25
-0.0026
flag
TRY 0.0573
-0.0001
flag
USD 2.6543
-0.0011
news banner

რთული გლობალური პირობების მიუხედავად, იანვარში ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო პროგნოზებზე მეტია - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„მიუხედავად რთული პირობებისა, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, ასევე რეგიონში შენარჩუნებულია და პროგნოზებიც გლობალური ეკონომიკის მიმართულებით არც ისე სახარბიელოა, დავინახეთ, რომ 2023 წელს ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა - წინასწარი მონაცემები იანვრისთვის იყო 8.4 პროცენტი,  რაც საკმაოდ მაღალია და ეს მაჩვენებელი ყველა საერთაშორისო პროგნოზზე მეტია" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს,  რომ ეს ტენდენცია მიმდინარე წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

„ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მთელი გასული წლის განმავლობაში გვქონდა ინფლაციის წნეხი, თუმცა, მაისის თვიდან ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ინფლაცია 8.1 პროცენტამდეა შემცირებული" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ექსპორტის მაჩვენებლებს, რომელიც, მისი თქმით, რეკორდული იყო 2022 წელს და ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

„გახსოვთ, რომ შარშან 31.8 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 5.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამყარდა ეროვნული ვალუტა, ვინარჩუნებთ ექსპორტის ზრდის ტენდენციებს. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო იყოს ექსპორტიორი ქვეყანა, რომელსაც  გააჩნია კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზრებზე და ექსპორტში ჰქონდეს უკეთესი, უფრო ძლიერი პოზიციები. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ჯანსაღი იყოს" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა