მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი

news image

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა. აქ მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია იმოქმედებს. ოფისი სახელმწიფო ინვესტიციით აშენდა.

ამავე შენობაში შეისწავლიან როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი.

„ეტაპობრივად ვახორციელებთ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ტურისტულ სეზონზე. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება დადგენილ ნორმებს“, - ამის შესახენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ოთარ რიჟამაძის განცხადებით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ხელს შეუწყობს იმას, რომ ტურისტებმა კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღე მიიღებს. 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის შეფასებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი  გარემოს დაბინძურების კონტროლის თვალსაზრისით და ეს ოფისი აშენდა სახელმწიფო ინვესტიციით. 

ახალ ლაბორატოროაში ზღვის წყლის სინჯების სრული ანალიზი უკვე ჩატარდა. კვლევის თანახმად წყლის ხარისხი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს მუდმივად ამოწმებს. 

შავი ზღვის მასშტაბით 12 ლოკაციაზე ხდება წყლის ნიმუშის აღება და ხდება ქიმიური და ჰიდრო-ბიოლოგიური მონაცემბის განსაზღვრა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა