მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

როგორია Inn Group-ის 6 თვის საქმიანობის შედეგები - ერეკლე კოკაიას შეფასება

news image

Business Insider Georgia-სთან Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ მიმდინარე ტურისტული სეზონი შეაფასა. საინტერესოა, როგორ მუშაობს  და რა სიახლეებს გეგმავს Inn Group-ი.

როგორ შეაფასებდით „ინნ ჯგუფის“ საქმიანობის შედეგებს, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე იმ ოთხი სასტუმროს მაგალითზე, რომლებიც ამ ბიზნესჯგუფის ქოლგის ქვეშაა?

2024 წელი ისე მიმდინარეობს როგორც იყო დაგეგმილი და პროგნოზი გვიჩვენებდა. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა სასტუმრო „ქუთაისი ინნ“. ეს სასტუმრო ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე ერთნაირად პოპულარულია. ყველა თვე ამ ობიექტის დატვირთულობა 80%-დან 90%-მდე იყო. იყო შემთხვევები, რომ დეკემბერში დატვირთულობამ 94% შეადგინა. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ნებისმიერ სეზონზე სასტუმროსთვის.

ასევე. 2024 წელს ზრდა შეინიშნება „გორი ინნ“-ში. ეს სასტუმრო გასულ წელს გავხსენით. საშუალოდ წლიურად ვპროგნოზირებთ 100%-იან ზრდას. აქ ორჯერ მეტი დამსვენებელი და შემოსავალი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო.

„ივერია ინნ“, რომელიც თბილისში მდებარეობს, დატვირთულობის ტემპს ინარჩუნებს. დაბალ სეზონზე დატვირთულობა შედარებით ნაკლებია, ხოლო მაღალ სეზონზე 80%-მდე ადის. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

რაც შეეხება მეოთხე სასტუმროს „გუდაური ინნ“, ზამთრის სეზონზე მნიშვნელოვანად იყო დატვირთული. გუდაურში ფასები საკმაოდ მაღალია, რადგან აქ დამსვენებლების დიდი ნაწილი უცხოელები არიან. გუდაურის კონკურენტები არიან ევროპის მთის კურორტები, სადაც დასვენების ფასი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად ევროპელი მოთხილამურეები გუდაურში ჩამოდიან დასასვენებლად და სასრიალოდ.

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე, გასულ წელს რომ შევადაროთ, როგორია „ინ ჯგუფის“ სასტუმროების შემოსავლები და მოგება?

გასულ წელთან შედარებით ზრდა არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად 2024 წელს დავეწიეთ 2019 წლის მაჩვენებლებს. ასვე აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით ყველა ხარჯი გაზრდილია და თითქმის გაორმაგებულია. ანუ, რეალურად ინდუსტრიის მომგებიანობა ისეთივე მაღალი არ არის, როგორიც 2019 წელს იყო, თუმცა შემოსავლით დავეწიეთ. იმისთვის, რომ სექტორში მეტი მოგება დაფიქსირდეს, საჭიროა მეტი მოთხოვნა.

თქვენი სასტუმროების მაგალითზე, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გყავთ ვიზიტორები? აქვს თუ არა გავლენა ამ სეგმენტზე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლასა და ინდოეთიდან პირდაპირ ფრენებს?

უნდა მოვიზიდოთ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ტურისტი, რადგან ჰოსტელებსა დაბალბიუჯეტიან სასტუმროებსაც სჭირდებათ მომხმარებელი. რაც უფრო მეტ ფულს დახარჯავენ ტურისტები საქართველოში ეს უკეთესი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს, ეს ბაზარი ჩვენ შემთხვევაში მრავალფეროვანია. გვყავს ტურისტები როგორც არაბული ქვეყნებიდან, ასვე ისრაელიდან. ზრდა არის აზიური ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან, ასევე გვყავს ვიზიტორები ინდოეთიდან, თუმცა არა ის პოტენციალი, რომლის მოზიდვაც შეგვიძლია. ასევე ჩამოდიან ტურისტები სამხრეთ კორეიდან, რაც ზრდადი ბაზარია საქართველოსთვის.  

რა სიახლეებს გეგმავს 2024 წელს „ინნ ჯგუფი“?

ვგეგმავთ, რომ არსებულ სასტუმროებს დავამატოთ დამატებითი სერვისები. მაგალითად, „ქუთაისი ინნ“-ში 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის ვგეგმავთ დავამატოთ სპა თავისი აუზით. ხოლო გუდაურში, წელსვე დავამატებთ ერთ პატარა კორპუსს, რომელიც მთავარი განთავსების ობიექტი იქნება. სადაც განთავსდება სპა თავისი აუზით. რადგან მოთხოვნა იყო, გადავწყვიტეთ ეს სერვისიც დაგვემატებინა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა