მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

როგორია ანაკლიის საზღვაო ნავსადგური Anaklia Sea Port-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე

news image

Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაპების დაწყებამდე გამართული ტენდერის დეტალებსა და კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დაარსებაზე ისაუბრა. 

„2023 წელს დაარსდა სახელმწიფო კომპანია - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომლის ხელმძღვანელადაც დავინიშნე მარტში. მალევე, კომპანიის დაარსებიდან და ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დავიწყეთ უშუალოდ მოსამზადებელი სამუშაოები ტენდერის გამოსაცხადებლად, წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების მიზნით.

დავიქირავეთ საერთაშორისო და გამოცდილი კომპანია „ჰადესი“ რომელთან ერთადაც შევიმუშავეთ სატენდერო დოკუმენტაცია. ეს არის საერთაშორისო საინჟინრო კომპანია, რომელმაც გაგვიწია დახმარება, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ასევე, გამოცხადებული ტენდერის მართვაში“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

მისი ინფორმაციით, ტენდერი, „ჰადესთან“ კონსულტაციისა და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ცოტა განსხვავებული მეთოდით გამოაცხადეს:

„ეს იყო საერთაშორისო ლიმიტირებული შერჩევის მეთოდი, რაც ნიშნავს, რომ წინადადებები დაეგზავნათ ე.წ. ევროპული დიდი ოთხეულის კომპანიის წევრებს Demme-ს, Boscales-ს, Vanort -სა და Yandoli-ს. ოთხი მოწვეული კომპანიიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა სამმა მოახერხა წინადადების შემოტანა., რასაც ხანგრძლივი პროცედურა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ კონსულტანტების ჩართულობით ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.

გაიმარჯვა საკმაოდ გამოცდილმა ბელგიურმა კომპანიამ Jan De Nul N.V-მ, რომლის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, მათთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და 16 სექტემბრიდან კომპანიამ სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

თავის მხრივ, გარდა ამ ტენდერისა, მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, როგორც კი ეს დასრულდება და მათთან გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება, დავაარსებთ ერთობლივ საწარმოს, რომელთან ერთადაც, (პარალელურად წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა, რომელიც ამ პროცესს არ ელოდება), დავიწყებთ იმ სამუშაოების განხორციელებას, რაც ხმელეთზეა საჭირო“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა