მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

როგორი ტენდენციებია თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე - Galt & Taggart-ის ანგარიში

news image

2024 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე (ჯამურად, ახალ და ძველ პროექტებში) 1,669 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.5%-იანი, ხოლო თვიურად 9.9%-იანი კლებაა.როგორც  Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ჯამურად 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%- იანი კლებაა.

2024 წლის ნოემბერში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2024 წელს დასტაბილურებულია. 2024 წლის დასაწყისიდან ფასების ცვლილების მაჩვენებელი შემდეგია:

• ფასი პირველად ბაზარზე გაიზარდა 5.3%-ით

• მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასი 7.9%-ით გაიზარდა

• მეორადი ბაზრის ძველი პროექტების ფასი 1.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, ზოგიერთ რაიონში ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა. ამის მიზეზი არის პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობა, ბინის ჩაბარების კონდინცია და დეველოპერის რეპუტაცია.

„2024 წლის ნოემბერში თბილისში სულ 282.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 18.2%-იანი. გაყიდვების ღირებულების ზრდა 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, მაღალი ფასების და ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობის შედეგია. ჯამურად, 2024 წლის 11 თვეში 2,800 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+5.5% წ/წ). ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა