მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

როგორ განვითარდა ქვეყანაში IT სფერო და როგორია მოთხოვნა დარგის სპეციალისტებზე - ვაკო თურნავა არსებულ მაჩვენებლებსა და გამოწვევებზე 

news image

განათლება - ეს ისეთი სფეროა, რომელიც საკმაოდ სწრაფად იცვლება. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში უკვე გვყავს, სადღაც 30 000 IT დეველოპერი, რომელიც არ არის საკმარისი. ,,სადღაც 4 წლის წინ იყო, სულ რაღაც 5000 სპეციალისტი იყო. 6-ჯერ განვითარდა ეს სფერო. ამერიკას დღეს დაახლოებით ერთი მილიონი პროგრამისტი აკლია, ასევე ერთი მაგდენი აკლია ევროკავშირს, ამიტომ არიან ინდოეთში კომპანიები, რომელსაც 200 000 - 150 000 თანამშრომელი ჰყავთ. საერთაშორისო ტენდენციებს, რომ შევადაროთ ჩვენ რა თქმა უნდა სწავლის კომპონენტის გაძლიერება გვჭირდება, რომ უფრო მეტი ტექ ტალანტი იყოს საქართველოში და უფრო მეტი მიწოდება იყოს. იმიტომ, რომ როგორც გითხარით მოთხოვნა ძალიან დიდია. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ განათლების კომპონენტს, ვუწყობთ კიდევაც. არის ძალიან ბევრი გრანტები, ძალიან ბევრი სკოლები გაიხსნა, აკადემიები გაიხსნა და ამასთან, რა აქვს ამ პროფესიას, რომ არ არის აუცილებელი   4 წელი ისწავლო, მერე მაგისტრატურა გაიარო და ა.შ - არა,  პირიქით შეუძლია უკვე სკოლას, რომ ადამიანი დაამთავრებს, სადღაც 1 წელი ისწავლოს და უკვე ჰქონდეს ჯუნიორ დეველოპერის სტატუსი, რომელიც 2000 ლარის ოდენობის ხელფასს ნიშნავს. რა თქმა უნდა ამ სფეროში 80% ისეთი ხალხი მუშაობს, რომელსაც არასდროს არ ჰქონია ტექთან ურთიერთობა და მე როცა ვიყავი ბიზნესში, მაშინ გვყავდა მსახიობებიც, ბუღალტრებიც და ასე შემდეგ. რადგან მათ იცოდნენ, რომ უფრო მეტად დაფასებული იყო ეს საქმიანობა, ფინანსურად ვგულისხმობ“, - აცხადებს ვატო თურნავა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა