მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

როგორ გახდა „ტენე“ პირველი ქართული USB კაბელი

news image

2019 წელს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ქართულმა კომპანიამ „ჯინვენტორი“ გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის ეკომეგობრული კაბელი „ტენე“ შეეთავაზებინა.

„ტენე“ მწვანე კონცეფციის USB კაბელია, რომლის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებენ, შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.

თავდაპირველად „ტენესთვის“ პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდებოდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების ეფექტურობის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, ეს პროცესი საქართველოში გადმოეტანათ, რაშიც Enterprisegeorgia-ს სესხის თანადაფინანსების პროგრამა დაეხმარა.

„თავდაპირველად USB კაბელებს ჩინეთში ვბრენდავდით და ამერიკაში „ამაზონზე“ ვყიდდით, მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ, ისინი საქართველოში ჩამოგვეტანა და ონლაინ გაგვეყიდა“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი. 

ასე გახდა „ტენე“ პირველი ქართული USB კაბელი და ამავდროულად, პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც მეორადი პლასტმასას გამოყენებით იქმნება.

რამდენიმე წლის განმავლობაში „ტენეს“ კაბელები თბილისში მზადდებოდა.

2022 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა, აგვისტოს ომის დაზარალებულთა მხარდასაჭერად ქარხანა წეროვანში გადაეტანა. წეროვანის ქარხანაში 30 ადამიანი დასაქმდა და წარმადობაც გაიზარდა. „ტენეს“ გუნდი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს ახალ პროდუექტებს სთავაზობს.

უკრაინის მხარდასაჭერად კომპანიამ ელექტრო ველოსიპედი შექმნა, რომელიც სატერფულების დატრიალებითა და ბიჯური ძრავის მეშვეობით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.

პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა“ კამპანია დაიწყო – მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და მათთან ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს“ ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს.

„ტენე ამჟამად  რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, რომელთა მიზანია , მყარი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება. ერთ-ერთი პირველი იქნება ბოთლების უკუ-ვენდინგ აპარატი, რომელიც მოსახლეობისგან ჩაიბარებს ბოთლებს და სანაცვლოდ დაურიცხავს ქულებს“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა