მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0043
flag
AZN 1.5862
0.0001
flag
CNY 38.659
-0.0012
flag
EUR 3.1467
-0.0036
flag
GBP 3.6335
0.0029
flag
KZT 52.9
0.0004
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6969
0.0002

როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხი ბიზნესებს განვითარებაში — დიფის ისტორია

news image

გიზიარებთ ბლოგს: სთრით ფუდის ინდუსტრია მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო მზარდი ხდება. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც სთრით ფუდის კულტურა დღითიდღე ვითარდება. თუ სთრით ფუდიდან ფალაფელი განსაკუთრებით გიყვართ, გემრიელი და განსხვავებული კერძების დაგემოვნებას კაფე დიფიში შეძლებთ. ვეგანური და ვეგეტარიანული კაფე დიფი 5 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, გამორჩეული გემოებითა და არომატებით კი, გურმანების მოწონება მალევე დაიმსახურა. დიფიმ თავიდანვე გადაწყვიტა სტრიტ ფუდის მიმართულებით განვითარება, დღეს კი საჰუმუსეს/საფალაფელეს ფილიალი აბაშიძის #2 ში გახსნა და გაფართოებას თბილისის სხვადასხვა უბანში გეგმავს.

სწორედ ბიზნესის გაფართოებისა და ზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ბიზნეს სესხით სარგებლობას სთავაზობს. ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხით უკვე ისარგებლა დიფის დამფუძნებელმა, მარიშა მინაზარიშვილმა, რომელიც თავის გამოცდილებასა და ბიზნესის წარმატების ისტორიას გვიზიარებს.

“ჩვენი ისტორია დაიწყო 2019 წელს, ფუდ მარკეტზე, რადგან ჩემი ბიზნეს პარტნიორი და ასევე დედაჩემი აკეთებს თბილისში ერთ-ერთ გამორჩეულად გემრიელ ჰუმუსს. პანდემიის დროს გადავწყვიტეთ გაგვეხსნა გოსთ ქიჩენი, შემდგომ კი კაფე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვავითარებდით ჩვენს კერძებსა და გემოებს, შევქმენით მომხმარებლებისთვის არაერთი საყვარელი კერძი, მათ შორის ჩვენი ფალაფელის ვრაპი და გავიჩინეთ უამრავი ერთგული მომხმარებელი. 

ფალაფელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სთრით ფუდია მსოფლიოში, ამიტომ, ბიზნესის გაფართოება სწორად ამ კონცეფციას მოვარგეთ. დიფი კლასიკური “სთრით ფუდ” საჰუმუსე/საფალაფელეა, უცებ შემოირბენ, აირჩევ ტოპინგებსა და სოუსებს, სურვილისამებრ მიირთმევ ჩვენთან ან გაიყოლებ სადაც მიდიხარ.”, — ამბობს მარიშა მინაზარიშვილი.

მარიშა უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია, დიფის გაფართოების მიზნით კი ბიზნეს სესხით სარგებლობა გადაწყვიტა, რომლის პირობებიც ბიზნესზე მაქსიმალურად მორგებული აღმოჩნდა.

“ბიზნეს სესხმა ძალიან გაგვიადვილა საქმე, რადგან შევძელით ჩვენი გეგმები მარტივად შეგვესრულებინა. საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხს ძალიან ხელსაყრელი პირობები აქვს როგორც პროცენტის, ისე ყოველთვიური გადასახადის მხრივ. ბიზნეს სესხის დახმარებით გავაუმჯობესეთ ჩვენი აღჭურვილობა და შედეგად, პროდუქტის ხარისხიც. ყოველდღიურად გვემატებიან ახალი მომხმარებლები, რაც თავისთავად მუშაობს გაყიდვების გაზრდაზეც. სამომავლოდ ვგეგმავთ საფალაფელეს კონცეფციის ფილიალების გახსნას თბილისის სხვადასხვა უბანში.

სტუმარ-მასპინძლობის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სამუშაო, რადგან საჭმლის გაზიარება დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, ახალი მომხმარებლების გაცნობა კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეგრძნებაა. ჩვენთან მომხმარებელს საშუალება აქვს, თვალი ადევნოს მისი საჭმლის მომზადების პროცესს და თავად აირჩიოს, როგორი გემოები სურს”, — აღნიშნა მარიშამ.

ბიზნესის გაფართოებისთვის საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ბიზნეს სესხს გამარტივებული პროცედურებითა და მათზე მორგებული პირობებით სთავაზობს. ბიზნეს სესხის მოთხოვნა საქართველოს ბანკის ციფრული არხებიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რისთვისაც მარტივი განაცხადი უნდა შეავსოთ, სესხის დამტკიცების შემდეგ კი თანხა თქვენს ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობებს ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებული საქმიანობის განვითარებისთვის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა