მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

როგორ დავიცვათ მობილური ტელეფონის უსაფრთხოება

news image

ციფრულ საუკუნეში ჩვენი ძირითადი მოწყობილობა უდაოდ ჩვენი მრავალფუნქციური მობილური ტელეფონია (smartphone) როგორც პროფესიულ, ისე პირად საქმიანობაში. კიბერშეტევების მზარდი ტენდენციის ფონზე, მოწყვლადობები ჩნდება ყოველდღიურად; შესაბამისად, სმარტფონს მრავალი საფრთხე ემუქრება. ამდენად, პრიორიტეტულია სმარტფონზე მინიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში ჩვენი ფინანების და პირადი ინფორმაციის დასაცავად.  

რას ვგულისხმობთ სმარტფონის საფრთხეში?
ზუსტად ისე, როგორც პერსონალურ კომპიუტერზე ან სერვერზე ხორციელდება კიბერშეტევა, კიბერთაღლითებს შეუძლიათ იერიში მიიტანონ თქვენს სმარტფონზე, მათ შორის თქვენი სმარტფონის ოპერაციული სისტემის მოწყვლადობის გამოყენებით შეაღწიონ თქვენს მოწყობილობაში და დაეუფლონ პერსონალურ ან ფინანსურ მონაცემებს ან ჩაატარონ გარკვეული ქმედებები თქვენ მოწყობილობაზე: მაგ. კიბერთაღლითს შეუძლია სმარფონის პროცესორის ჩიპის გამოყენება კრიპტოვალუტის გენერაციისთვის და ფაქტობრივად თქვენ ხდებით კიბერთაღლითის ე.წ. ბოტნეტის ნაწილი. ბოტნეტი  არის სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების ჯგუფი, რომელსაც მართავს კიბერთაღლითი და შეუძლია თქვენ მოწყობილობაში შეღწევა, ასევე თქვენს სოც მედიის და ელ-ფოსტის ანგარიშებზე ადვილად შეღწევა და მონაცემების მოპარვა.

როგორ შეგვიძლია ჩვენი გაცნობიერებული და თანმიმდევრული ქცევით უზრუნველვყოთ ჩვენი სმარტფონების უსაფრთხოება და დავიცვათ პირადი და ფინანსური მონაცემები?

1. მუდმივად განაახლეთ თქვენი სმარტფონი: როგორც კი ოპერაციული სისტემიდან მიიღებთ შეტყობინებას მორიგი განახლების გამოსვლის თაობაზე, უმალვე დააყენეთ ის, არ გადადოთ- გადაგავიწყდებათ. გვახსოვდეს: გარდა ფუნქციონალური განახლებებისა, ოპერაციულ სისტემის განახლებაში მოცემულია კრიტიკული უსაფრთხოების განახლებები, რომლებიც აგვარებენ ბევრ მოწყვლადობას, რომელსაც კიბერთაღლითები იყენებენ თქვენს მოწყობილობაში შესასვლელად და ინფორმაციის მოსაპარად.  

2. აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ სანდო წყაროდან: მობილური აპლიკაციები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროდან: PlayStore (ანდროიდი) და App Store (iOS). როგორც Google-ს, ასევე Apple-ს აქვთ მკაცრი წესები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი აპლიკაციები დაუშვან მათ marketplace-ზე.  ამიტომ მხოლოდ ამ ოფიციალური წერტილებიდან ჩამოტვირთეთ აპლიკაციები და არ გამოიყენოთ უცნობი წყაროს მიერ შეთავაზებული. გახსოვდეთ - მესამე მხარის აპლიკაციების ჩამოტვირთვით თქვენ დგებით პერსონალურ და ფინანსურ მონაცემების დაკარგვის საფრთხის წინაშე. 

3. დაბლოკეთ ეკრანი:  თქვენი სამრტფონი უნდა გქონდეთ ჩაკეტილი მუდმივად. სასურველია მისი გახსნა ხდებოდეს თქვენი ბიომეტრიული მონაცემებით - თითის ანაბეჭდით ან სახის გამოსახულებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ PIN-კოდი (არა ერთიდაიგივე ციფრი, არა თქვენი დაბადების წელი).

4. ყურადღებით დაეთანხმეთ მობილური აპლიკაციების დაშვებებს

მობილური აპლიკაციის დაყენებისას, არ დაეთანხმებით ინერციით ყველა მოთხოვნას და დაშვება მიეცით მხოლოდ მინიმალურ კომპონენტებზე, რომელიც უშუალოდ აპლიკაციას სჭირდება და ამას ლოგიკური კავშირით მიხვდებით (მაგ. მგზავრობის აპლიკაციას არ სჭირდება წვდომა თქვენ კალენდარზე, გალერეაზე, აუდიოზე, ვიდეოზე და სხვადასხვა ფაილებზე, მისთვის საჭიროა მხოლოდ ადგილმდებარეობაზე დაშვება და ზარის განხორციელება თქვენთან).

5. Log out ვებ-გვერდებიდან, WiFi და Bluetooth გამორთვა
თუ თქვენ ონლაინ ვაჭრობას ძირითადად თქვენი სმარტფონით ახორციელებთ WiFi უცნობ ქსელზე, გამოდით Log out ფუნქიით იმ გერდებიდან, როგორც კი დაასრულებთ ყიდვის ტრანზაქციას. აქვე შეგახსენებთ, რომ არ უნდა შეინახოთ მოხმარებლები, პაროლები და ბარათის მონაცემები გვერდებზე, როდესაც ღია wiFi-ზე ხართ დაერთებული.  გათიშეთ/დაივიწყეთ ის ქსელი და გამორთეთ WiFi და Bluetooth, თუ მათ არ იყენებთ.  

6.  გადააზღვიეთ სმარტფონში არსებული მონაცემები
ტელეფონში არსებული მონაცემები და ფაილები შეინახეთ კერძო ღრუბლოვან სისტემაში (ე.წ. cloud storage) ან განცალკავებულ მყარ დისკზე.

7. დაკარგულ ტელეფონზე მონაცემების დისტანციურად წაშლა

სმარტფონის დაკარგვის ან მისი მოპარვის შემთხვევაში, თქვენ უნდა გქონდეთ იმის საშუალება, რომ დისტანციურად წაშალოთ თქვენი მონაცემები (Remote Erase/Erase & lock), რომ მათზე წვდომა სხვას არ ჰქონდეს. ამას მშვიდად გააკეთებთ, როდესაც #7 რჩევა გექნებათ გათვალისწინებული.  ასეთი ფუნქციონალი არის როგორც უფასო, ჩაშენებული, ასევე ფასიანი, ასევე, ბევრ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს ამ ფუნქციას.

8. სმარტფონის შიფრაცია

და ბოლოს,  თუ წინა რჩევები მოგეჩვენათ არასაკმარისად, ყოველთვის შეგიძლიათ გაააქტიუროთ თქვენს სმარტფონზე შიფრაცია (Encrypt phone). სმარტფონების უმრავლესობაში ჩაშენებულია შიფრაციის ფუნქციონალი. ამისათვის თქვენ უნდა შეიყვანოთ თქვენ მიერ ტელეფონზე დაყენებული პაროლი, ამ ფუნქციის გასააქტიურებლად. ამ მეთოდის დახმარებით, თქვენი მონაცემები იშიფრება და მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ თქვენთვის ცნობილი პაროლის შეყვანის შემთხვევაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა